რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) "შური არის ერთ-ერთი მომაკვდილენებლი ცოდვა", - ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა.

"ყველაფერს უნდა დათმენა. სიხარულსაც კი სწორად მიღება უნდა. სიხარულის გამზიარებელი ძალიან ცოტა ადამიანია. გაჭირვებაში შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დაგიდგეთ გვერდით, მაგრამ შენი სიხარული ვიღაცას, რომ მოუყვე ესეთი ადამიანი შეიძება ძალიან ცოტა იყოს. გაჭირვება შეიძლება ბევს გამოუყვე, სიხარულს ყველას ვერ უყვები.

სიხარულს თან ახლავს შური, მაგრამ განსაცდელს არ ახლავს შური. ადამიანს რომ უთხრა ჩემს შვილს ან ახლობელს ეს დაავადება დაემართა ის არ იტყვის მე რატომ არ დამემართაო. მაგრამ ის ის რომ შენი შვილი, ოჯახის წევრი წარმატებულია იქ უკვე შურია. შური არის ერთ-ერთი მომაკვდილენებლი ცოდვა. შურის გამო დაეცა ეშმაკი. შეშურდა ღმერთის, ამპარტავნებაში ჩავარდა, ამიტომ მოხდა მისი დაცემა", - ამბობს მამა შალვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×