რეზონანსი
26.01.2020

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიას 6 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაგისტრალზე, კერძოდ კი ქვემო ფონიჭალაში, იქ სადაც ავტობანი მთავრდება და გადასასვლელია ძველ გზაზე, "ტოიოტას" მარკის ავტომობილმა სვლა შეანელა, რა დროსაც მას უკნიდან "კიას" მარკის ავტომანქანა შეეჯახა. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა.

დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "ნიუ-ჰოსპიტალსში" გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი რუსთავში ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×