რეზონანსი
25.01.2020

60-მდე ღამურა და რამდენიმე რეპტილია დაიწვა საფრანგეთში ზოოპარკში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაციას რადიოსადგური France Bleu ზოოპარკის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხანძარი ზოოპარკში პარიზის დროით დილის 8:00-ზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მოხდა, თუმცა შენობა სრულად დაიწვა.

ჟანდარმერიის ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

წყარო: "იმედინიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×