რეზონანსი
25.01.2020

ჰონგ-კონგში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ „როიტერი" ჰონგ-კონგის ლიდერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი ზომების მიღების განკარგულება გასცა. შედეგად, სოკლები 17 თებერვლამდე დაიხურება.

ახალი კორონავირუსის გავრცელება ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაიწყო. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში.

კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი ჩინეთის 18 ქალაქშია გამოცხადებული. ამ ქალაქებში მოსახლეობის საერთო რაოდენობა 56 მილიონს აჭარბებს. ჩინეთში კორონავირუსის დიაგნოზით მთელი ქვეყნის მასშტაბით 1300 ადამიანი მკურნალობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×