რეზონანსი
25.01.2020

ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ვიქტორიას შტატის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ავსტრალიაში ჩინეთის ქალაქ გუანჯოუდან 19 იანვარს ჩავიდა. როგორც ვიქტორიას შტატის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. ის იზოლირებულია და მკურნალობის კურსს გადის.

ამის პარალელურად, ახალი სამხრეთ უელსის შტატში მედიკოსები ახალ ვირუსზე კიდევ ოთხ ადამიანს ამოწმებენ, თუმცა ჯერჯერობით, კორონავირუსით მათი დაინფიცირება არ დასტურდება.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის არის ერთი ექიმი. ინფიცირებულების რაოდენობა კი 1 287-მდე გაიზარდა. 14 ათასზე მეტი ადამიანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ამასთან, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მალაიზიაშიც. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი ვირუსით დაინფიცირებული სამი ადამიანი ჩინეთის მოქალაქეა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×