რეზონანსი
24.01.2020

მთაწმინდის პანთეონში, მამა დავითის მონასტერთან შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტი ჩამოვარდა. შემთხვევა თბილისში გუშინ, 23 იანვარს მოხდა.

როგორც ქეთი ოქიტაშვილი ამბობს, ლიფტით მისი შვილი სარგებლობდა, რომელიც შშმ პირია და მას მოწყობილობით სარგებლობაში მღვდელი ეხმარებოდა:

"ბავშვი შშმ პირია და თან ახალი ნაოპერაციევი მამაო, რომელიც შეჰყვა ლიფტში, რადგან კიბეებზე უჭირს ასვლა. ლიფტი რომ დაიძრა, მე გავიქეცი კიბეებით, რომ ზევით დავხვედროდი. შუამდეც არ ვიყავი მისული, რომ სასშინელი ხმა გავიგე. ლიფტს ძირი გასძვრა და დაიშალა მარტივ მამრავლებად. რომ გადავიხედე, ტვინში სისხლი ჩამექცა, როგორ აღმოვჩნდი იქ, აღარ მახსოვს. კიდევ კარგი, ყველაფერი კარგად დამთავრდა"- იხსენებს ქეთი ოქიტაშვილი

მისი თქმით, საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×