რეზონანსი
24.01.2020

24 იანვარს, დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული,

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი,ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. 25-26 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -3 -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×