რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) აშშ-ში 6 წლის გოგომ მშობლები და უმცროსი ძმა ხანძრისგან სიკვდილისგან იხსნა.

შემთხვევა ნიუ-ჯერსის შტატში მოხდა.

მაშინ, როცა ოჯახის ყველა წევრს ეძინა, ბავშვს თვალებისა და ყელში წვის შეგრძნების გამო გაეღვიძა. დაინახა, რომ სახლი ალშია გახვეული და სახანძრო განგაშის სიგნალის ხმა გაიგონა.

მოზარდმა მძინარე დედის გაღვიძება ვერ შეძლო, რის შემდეგ ის მეორე სართულზე ავიდა და მამა გააღვიძა. საბოლოოდ, ოჯახის ყველა წევრი გადარჩა.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა დაადგინეს, რომ ხანძრის მიზეზი მიკროტალღური ღუმელი გახდა. სახლი აღდგენას არ ექვემდებარება. ოჯახი დროებით სასტუმროში ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×