რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) მომღერალ მერაბ სეფაშვილის მეუღლე ნინო ჯურხაძე იშემიური ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ის ცუდად რამდენიმე დღის წინ გახდა.

-გაუარესება რომ არ შეინიშნება, ექიმები თვლიან, რომ ნინო სტაბილურად არის, - განაცხადა გია გოგორიშვილმა „პრაიმტაიმთან".

-მერაბს ძალიან ვუყვარვართ მეც და თავისი შვილებიც, ოჯახი საერთოდ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მას ჩვენ გარეშე არ შეუძლია. არც ქალებში დადის. გვყავს შვილები და ისინი ჩვენი სიცოცხლე არიან - ნიკუშა და სანდრო. ძალიან მოსიყვარულე ბავშვები გვყავს. ისინი ჩემთან უფრო ახლოს არიან, არა იმიტომ, რომ დედა უფრო უყვართ, მერაბი სულ წასულია, - უყვებოდა „სარკეს" რამდენიმე წლის წინ ნინო ჯურხაძე.

- არის მომენტები, ცოტა ადრეულ სტადიაში, როცა პოპულარობა სირთულეს უკავშირდება, ცოლ-ქმრის ურთიერთობას ვგულისხმობ. პოპულარული ადამიანის ცხოვრების წესი ძალიან რთულია, ამდენად ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაშიც ყოფილა დაძაბულობები, - ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ სეფაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×