რეზონანსი
23.01.2020

 (რეზონანსი) ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი გედევან ფოფხაძე ახცადებს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პირადად შეუწყობს ხელს.

"გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობა რატომ უნდა გამოვრიცხოთ?! ამ ადამიანთან კარგი ურთიერთობები და ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. კვირიკაშვილთან ადამიანიური სიმპათიებიი ყოველთვის გვაკავშირებდა.

ექს-პრემიერი პოლიტიკაში ბრუნდება თუ არა, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. პირადად მე კი, პოლიტიკაში მის დაბრუნებას ხელს ნამდვილად შევუწყობ", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კვირიკაშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობა "დამოუკიდებელი დეპუტატების" კიდევ ერთმა წევრმა კობა ნარჩემაშვილმაც არ გამორიცხა და განაცხადა, რომ ამ ეპატზე ექს-პრემიერს პოლიტიკაში ჩართვის სურვილი არ გააჩნია.

"ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ რადენადაც ვიცი, ამ ეტაპზე კვირიკაშვილს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი არ აქვს", - განგვიცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი მედიასთან კონტაქტზე ამ დრომე არ გამოდის.

"2020NEWS"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×