რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბათუმში კლინიკა „მედინა" უკვე დატოვა.

ილია მეორის მედიკოსებთან ვიზიტი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

კლინიკის დატოვებისას პატრიარქმა ჟურნალისტებს გადაღების ნებართვა მისცა. ილია მეორე კლინიკაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად იმყოფებოდა.

კლინიკა „მედინაში" კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დღის პირველ ნახევარში განმარტეს, ილია მეორე კლინიკაში გეგმური გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება თავად ბათუმის კლინიკის ექიმებმა შესთავაზეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×