რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ, ხმაურია.

დაპირისპირება მიხეილ კალანდიასა და და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.

"მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!" - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამა.

სიტუაციის განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×