რეზონანსი
22.01.2020

2019 წელს საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა, რაც, წინა წელთან შედარებით, 22-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

სტატისტიკური მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავდა 7921 ადამიანი, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 9047 იყო.

დაშავებულთა რიცხვთან ერთად, შემცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც: 2019 წელს გზებზე 5839 ავტოავარია მოხდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 6452 იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×