რეზონანსი
21.01.2020

ბიძინა ივანიშვილის უმ­ცროს ვაჟს ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილს, ხატ­ვის ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდა. მას დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ... ცოტ­ნეს შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის თავ­ჯდო­მა­რე გუ­რამ ცერ­ცვა­ძე ­სა­უბ­რობს:

"სა­ქარ­თვე­ლოს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ "ოპი­ზა"-ს მე­მო­რან­დუ­მი გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი სამხტვრო სკო­ლებ­თან. ამ დარ­ბაზ­ში იმარ­თე­ბა სამ­ხატ­ვრო სკო­ლე­ბის ბავ­შვე­ბის ნა­მუ­შე­ვარ­თა გა­მო­ფე­ნა... ცოტა ხნის წინ გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ბავ­შვია, რო­მე­ლიც გა­მო­ფე­ნა­ზე თა­ვის ანი­მა­ლის­ტუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბით წარ­სდგა. რო­გორც ჩანს ცოტ­ნეს ძა­ლი­ან უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბის, ბუ­ნე­ბის ხატ­ვა. მისი ზეთ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი "თეთ­რი მგე­ლი" იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამ გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შამ­ბეჭ­და­ვი გახ­ლდათ... მე­ო­რე გა­მო­ფე­ნა­ზე ვე­ფხვის ნა­ხა­ტი წარ­მო­ად­გი­ნა. 

 მის­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა იმ­დე­ნად დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა... უდა­ვოდ დიდი ნიჭი აქვს და რო­გორც ჩანს, თა­ვის მოღ­ვა­წო­ბას მხატ­ვრუ­ლი კუ­თხით გა­აგ­რძე­ლებს. იგი თა­ვის ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა! აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ავღ­ნიშ­ნოთ, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბაა! ძა­ლი­ან მო­აზ­როვ­ნე ბავ­შვე­ბი არი­ან და თა­ვის საქ­მე უყ­ვართ.

გა­მო­ფე­ნებ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე არ ყო­ფი­ლან, დარ­ბაზ­ში ცოტ­ნეს ხე­ლოვ­ნე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იყ­ვნენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენც არ გვქო­ნია ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი. თუმ­ცა ყვე­ლამ ვი­ცით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კო­ლექ­ცი­ის პატ­რო­ნიც ბრძან­დე­ბა", - განუცხადა "ამბებს" გუ­რამ ცერ­ცვა­ძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×