რეზონანსი
21.01.2020

თურქმა მესაზღვრეებმა სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც საქართველოს გავლით, თურქეთში 5 450 კუ უკანონოდ გადაჰყავდა.

თურქული მედიასაშუალებების ცნობით, 5 450 ცალი წყლის კუ ავტომანქანის კარებში იყო ჩამალული.

გამოცემა „ურიეთი" წერს, რომ სარფის საბაჟოზე აზერბაიჯანელი მძღოლის ქცევა კონტრაბანდასთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს და ავტომანქანა სპეციალური სკანერით შეამოწმეს, რის შემდეგაც ავტომობილში ასობით კუ აღმოაჩინეს.

თურქული წყაროების ცნობით, მძღოლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×