
ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ამირ მუჰამედ აბდულ რაჰმან ალ-მაული ალ-სალბი გახდა. ის ამ თანამდებობაზე ოქტომბერში დაღუპულ აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის შეცვლის. ამის შესახებ The Guardian ორი სადაზვერვო სამსახურის წყაროებზე დაყრნობით წერს.
ალ-სალბი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ხაჯი აბდულა ან აბდულა ქარდაში, დაჯგუფების ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევა. ის დაიბადა ერაყის ქალაქ ტალ-აფარში, ხოლო ეროვნებით თურქმენია.
სპეცსამსახურების ინფორმაციით, მან შარიათში სამეცნიერო ხარისხი მიიღო მოსულის უნივერსიტეტში, რის შემდეგ ის დაჯგუფების ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად იქცა. 2004 წელს ის ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს, რის შემდგომ ალ-სალბი ერაყის სამხრეთით მდებარე კემპ ბუკას ციხეში მოხვდა, სადაც ალ-ბაღდადი გაიცნო.
2019 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამნეტმა ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი დააწესა ალ-სალბის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის.