რეზონანსი
21.01.2020

2 წლის ანიტა ფაცაციას ოჯახის ახლობელი, მარიკა ხუციშვილი, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

„მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. ექიმები ცდილობენ გააუმჯობესონ სისხლის მიმოქცევა, რადგან სისხლი რთულად მიეწოდება კიდურებს და ანიტას ხელები გაუმუქდა. გრძელდება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია სეფსისის სამკურნალოდ. ამ ეტაპზე ისევ დგას დიალიზის საჭიროება.

როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ანიტა რეანიმაციული განყოფილების ყველაზე ცელქი პაციენტია.

მიუხედავად იმისა, რომ ხელები შეფუთული აქვს, მაინც ახერხებს ზონდის გამოძრობას და ინტუბაციის მილის წვალებას, ამიტომ, რაც დამაძინებლების დოზა შეუმცირეს, ექიმები ხშირად ეძახიან

ანიტას დედიკოს დასახმარებლად. ჩვენ იმედით და მოთმინებით ველოდებით ჩვენი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - წერს ამრიკა ხუციშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×