რეზონანსი
20.01.2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე ბრალდებული პირი იკითხება.

ვახტანგ რობაქიძე უწყებაში მისივე განცხადებისა და მიმართვის საფუძველზე დაიბარეს. საქმით დაინტერესება რობაქიძემ ინსპექტორის სამსახურს თავად სთხოვა.

გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული პირი ამბობს, რომ მასთან მიმართებაში სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. რობაქიძე ამტკიცებს, რომ აღიარებითი ჩვენების მისაღებად მასზე ზეწოლა განახორციელეს.

"რამოდენიმეჯერ ვცადე ალ,კო ტესტში ჩაბერვა, თუმცა შკალები არ ივსებოდა და ამ დროს გაღიზიანებულმა პირმა მუცელში ჩამარტყა. დამეწყო სისხლდენა და მოვითხოვე სასწრაფო, თუმცა არ გადამიყვანეს საავადმყოფოში. უამრავი ადამიანი ცდილობდა ზეწოლას, რომ აღიარებითი ჩვენება მიმეცა. 6 დღე საკანში მაწამეს, ფაქტობრივად, უჭმელი ვიჯექი," განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×