რეზონანსი
19.01.2020

სურამში ქმრის მიერ ნაჯახით მოკლული ბეტა ნაჭყებიას ცხედარი მამის სახლში, ხობის რაიონში სოფელ ქვემო ქვალონშია დასვენებული. სახლში მიცვალებულის ძმა ჟურნალისტებს არ უშვებს და არც მამა აკეთებს კომენტარს.

მოკლე კომენტარი გააკეთა ოჯახის ახლობელმა ნანი გოგოამ. „საოცარი გოგო იყო ბეტა, მშრომელი...ბოლო დროს ძმასთან ჰქონდა კონფლიქტი და ორი თვეა სენაკში იყო ნათესავთან. აქ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძმასთან იმიტომ ჰქონდა უთანხმოება, რომ მეგობარი მამაკაცი ყავდა. მე მიყვარს ბეტა და ისეთი გოგო ოყო, ასე მეუბნებოდა ნანი ბიცოლა ისეთი აუტანელი ოჯახია ქმრის ოჯახი ვერ გავჩერდებიო, მხოლოდ ყოფილი ქმრის ბებიას აკითხავდა სურამში, იქაც სახლს ულაგებდა მოხუცს, მერე რა და როგორ მოხდა უკვე ტელევიზიით გავიგე, - გვიყვება ნანი გოგია.

სამართალდამცველებმა ბეტა ნაჭყებიას ყოფილი ქმარი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×