რეზონანსი
17.01.2020

წყალტუბოში, სასწრაფო დახმარებამ 65 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.

თალაკვაძის თქმით,გამოძახებიდან 5 წუთში, უკვე ადგილზე, ეკიპაჟი უგონო პაციენტს გულ-ფილტვის რეანიმაციას უტარებდა.

"წარმატებული რეანიმაციული მანიპულაციის შედეგად, მამაკაცს გულისცემა აღუდგა და მან სუნთქვა დაიწყო. ასეთ დროს, განსაკუთრებულად გვეამაყება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის თითოეული წევრი. გვეამაყება თამარ გელენიძე, რომელმაც კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინა,"- ამბობს თალაკვაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×