რეზონანსი
17.01.2020

იტალიაში, ერთ-ერთ გალერეაში 23 წლის წინ დაკარგული გუსტავ კლიმტის ნახატი იმავე გალერეის კედელში იპოვეს. ინფორმაცის „დოიჩე ველე" ავრცელებს. გერმანული გამოცემის ცნობით, ავსტრიელი მხატვრის ნამუშევარს სახელწოდებით „ქალბატონის პორტრეტი" გალერეის რემონტის დროს, დეკემბერში მებაღემ მიაგნო. ნამუშევარი გელერეის ეზოს ერთ-ერთ კედელში იყო დამალული. ამის შემდეგ იტალიის ჩრდილოეთში, ქალაქ პიაჩენცას რიკი ოდის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ნამუშევრის ავთენტურობას ამოწმებდნენ.

ხელოვნების ნიმუში „ქალბატონის პორტრეტი" ავსტრიელ მხატვარს, გუსტავ კლიმტს მისი მოღვაწეობის ბოლო წლებში 1916-1918 წლებში აქვს დახატული. ის იტალიის ქალაქ პიაჩენცას მუზეუმიდან 1997 წელს გაუჩინარდა. მას შემდეგ ხელოვნების ნიმუშის დაკარგვა ერთ-ერთ მისტიური მოვლენა იყო. ამ დრომდე ამოუხსნელია, თუ ვინ განათავსა კლიმტის ნამუშევარი გალერეის ეზოს კედელში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×