რეზონანსი
17.01.2020

(რეზონანსი) იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია.

ქართველი სუმოისტის მეტოქე ბაშოს ლიდერი, დასავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაი იყო, რომელმაც ბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო.

მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსი 2:4-ია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელთანაც გორგაძემ 7-ჯერ გამარჯვება იზეიმა და 10-ჯერ დამარცხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×