რეზონანსი
16.01.2020

(რეზონანსი) "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ სიმონ ნოზაძის თქმით, NDI-ს კვლევებს ანგარიშს უწევს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომელი ორგანიზაცია ატარებს ამ კვლევებს და რა ფორმულირებით უსვამენ კითხვებს რესპონდენტებს.

"მოდით, მე ჩემ აზრს ასე დავაფიქსირებ: ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით და მე სხვა გამოსავალს, სხვა ხელისუფლებას, რომელიც უკეთესად წაიყვანდა საქართველოს, მის დამოუკიდებლობას, დემოკრატიულობას უზრუნველყოფდა... ჯერჯერობით ამის მონახაზი არ არსებობს.

იმ ოპოზიციურ-პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, მე სხვა ძალას ვერ ვხედავ და გაერთიანებული ოპოზიციაც პირობითია, მათ საქართველოში ლიდერი არ ჰყავთ. მათი ლიდერი არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი" ,- ამბობს ნოზაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×