რეზონანსი
16.01.2020

(რეზონანსი) თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შუახნის ქალს მანქანა დაეჯახა.

როგორც "კვირას" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, 61 წლის ქალბატონი ნიუ ჰოსპიტალსშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×