რეზონანსი
16.01.2020

(რეზონანსი) „ეს ზაზა სარალიძისთვის ძალიან დიდი დარტყმა და განადგურება იქნება, - ამის შესახებ „ფორმულას" პანკისის ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

მისი განცხადებით, სასაცილო და ქვეყნისთვის წამგებიანია ირაკლი შოთაძის გენპროკურორის პოსტზე დაბრუნება.

„მთავარი პროკურორი კი არა, ის ადამიანი უბრალოდ ადვოკატიც რომ იყოს ეს იქნება სასაცილო და ქვეყნისთვის წამგებიანი. ძალიან დიდი ხმაური ატყდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი გაათავისუფლეს და უკან ისევ თუ უნდა დააბრუნონ ეს ზაზა სარალიძისთვის ძალიან დიდი დარტყმა და მართლა განადგურება იქნება.

ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭია, არის რაღაც სიბინძურეებში გარეული და ადვილია მისი მართვა. საპროტესტო მუხტი უფრო გამწვავდება," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე 9 კანდიდატი წარადგინეს. მათ შორის, თანამდებობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე.

შოთაძის კანდიდატურის წარდგენას სარალიძე სოცილაურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა რომ, ამ ფაქტს აფასებს ღირსეულ ნაბიჯად ბრძოლის ველზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×