რეზონანსი
16.01.2020

რუსეთის სახელმწიფოს სათათბირომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინი დაამტკიცა. 

მის კანდიდატურას მხარი 383-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. მანამდე მიშუსტინის კანდიდატურას მხარი პარტია „ედინაია რასიამ“ დაუჭირა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიშუსტინი გრიგორი ლეპსს მუსიკას უწერდა. 

ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში რუსეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ქვეყნის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის ხელმძღვანელის, მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა 15 იანვარს წარადგინა. იმავე დღეს რუსეთის მთავრობა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ გადადგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×