რეზონანსი
16.01.2020

ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, “არაშ­რო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის“ გამო, პოსტს დრო­ე­ბით ტო­ვებს და მმარ­თვე­ლო­ბას ჩეჩ­ნე­თის დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს, მუს­ლიმ ხუ­ჩი­ევს გა­და­ა­ბა­რებს.

Кавказский Узел-ის ცნო­ბით, კა­დი­რო­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც მისი შე­უძ­ლოდ გახ­დო­მა იყო გან­მარ­ტე­ბუ­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა უწყე­ბის ვებ-გვერ­დი­დან, შემ­დეგ კი, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცი­და­ნაც გაქ­რა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ძნე­ლი გა­მო­საც­ნო­ბია რა გახ­და, ჩეჩ­ნე­თის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლის მხრი­დან გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის, შემ­დეგ კი, მისი გაქ­რო­ბის მი­ზე­ზი.

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა 2019 წლის თე­ბერ­ვალ­შიც გა­ა­კე­თა, თუმ­ცა, მა­ლე­ვე დაბ­რუნ­და და მო­სახ­ლე­ო­ბას მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხე­ბაც დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ცოტა ხნის წინ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა კა­დი­როვს “დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის” გამო, რუ­სე­თის გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა...

მუს­ლიმ ხუ­ჩი­ე­ვი კი, რო­მე­ლიც რამ­ზან კა­დი­რო­ვის “მარ­ჯვე­ნა ხე­ლად” არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ხუ­ჩი­ე­ვი ჩეჩ­ნეთ­ში დიდი გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. მისი კა­რი­ე­რა მოს­კოვ­ში ჟურ­ნა­ლის­ტო­ბით და­ი­წყო - 1997 წელს, ტე­ლე­კომ­პა­ნია РТР-ის კრი­მი­ნა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს კი, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რო­ბას შე­უდ­გა.

2004 წელს ჩეჩ­ნეთ­ში დაბ­რუნ­და და მა­ლე­ვე პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტი ჩა­ი­ბა­რა. 2007 წლი­დან გროზ­ნოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ხოლო 2012 წელს ქა­ლა­ქის მე­რად და­ი­ნიშ­ნა... 

2015 წელს კა­დი­როვ­მა ის ეკო­ნო­მი­კის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნა, თუმ­ცა, მა­ლე­ვე მე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე და­აბ­რუ­ნა. 2018 წლი­დან ხუ­ჩი­ე­ვი ჩეჩ­ნე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×