
(რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თანამდებობიდან გადამდგარი, ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორორის კანდიდატად წარდგენას ეხმაურება.
მისი თქმით, შოთაძის დაბრუნების შემთხვევაში, ექსპროკურორს "კისერში ხელს მეტად წაუჭერს".
"ბატონმა შოთაძემ თავი დახარა, როცა თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ საქმე ბოლომდე არ დაუსრულებია. თუ ის თანამდებობაზე დაბრუნდება, ჩემთვის უკეთესი იქნება, რადგან უფრო მეტად წავუჭერ კისერში ხელს.
ახლა სასამართლო პროცესის დასრულებას ველოდები და შემდეგ სამოხელეო ნაწილზე ბრძოლას ვიწყებ. სამოხელეო ნაწილს ყველაზე კარგად მაგ (გულისხმობს შოთაძეს) მიმიხედავს, იმიტომ, რომ საქმე მისმა ქვეშევრდომებმა გააფუჭეს",- განაცხადა ზაზა სარალიძემ "2020NEWS"-თან საუბრისას.
ყოფილი გენპოკურორი ირაკლი შოთაძე, რომელიც თანამდებობიდან სწორედ ხორავას ქუჩის საქმის გამო გადადგა. ახლა კი ის გენპროკურორობისთვის მეორედ იბრძოლებს.