
(რეზონანსი) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დადებითად მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ეს მაჩვენებელი 2019 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 14%-თაა შემცირებული. რაც შეეხება, დანარჩენს ნაწილს, ეკლესიის საქმიანობას უარყოფითად 12% აფასებს, 25%- საშუალოდ, ხოლო 12% ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.