რეზონანსი
16.01.2020

ამ წუთებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას 2019 წლის სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აცნობს. უკვე ცნობილია პოლიტიკური პატიების რეიტინგები: "ქართული ოცნება" - 19%, "ნაციონალური მოძრაობა" - 13%, "ევროპული საქართველო" - 7%, ლეიბორისტული პარტია - 6%. 

დღეს პოლიტიკურთან ერთად საზოგადოებრივი ნაწილიც გასაჯაროვდება და ცნობილი იქნება თუ როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. კვლევით ასევე ცნობილი გახდება მოსახლეობის განწყობა ბოლო დროის პოლიტიკურ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×