რეზონანსი
15.01.2020

ესპანეთის ქალაქ ალიკანტეს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი აეროპორტის ტერმინალის სახურავზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი გახდა.

ინციდენტის შედეგად, ავიარეისები ახლომდებარე აეროპორტებში გადამისამართდა, მგზავრები კი რეისების შეფერხებების შესახებ გააფრთხილეს.

აეროპორტიდან თვითმფრინავების ევაკუაციაც განხორციელდა. ამ დროისთვის ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

აეროპორტის ტერმინალში ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×