რეზონანსი
15.01.2020

პაკისტანში, ქაშმირში 12 წლის გოგო, რომელმაც ზვავის ქვეშ მოყვა, ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამინა ბიბი ოჯახთან ერთად საკუთარ სახლში იყო, როცა შენობა ზვავმა დაფარა. მაშველებმა მათ ინციდენტიდან 18 საათის შემდეგ მიაგნეს. მათ სამინას, მისი დედის და ბიძის გადარჩენა მოახერხეს. გოგოს და-ძმა დაიღუპნენ. ოჯახმა სახლში სოფლის მაცხოვრებლებიც შეიფარა. ადგილზე სულ ცოტა 18 ადამიანი დაიღუპა.

დიდთოვლობის და ზვავის შედეგად პაკისტანში სულ ცოტა 100 ადამიანი დაიღუპა. ამინდის პროგნოზის მიხედვით შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო აცივდება. მკაცრი ზამთარია ავღანეთშიც, სადაც უამინდობას ასევე მსხვერპლი მოჰყვა.

წყარო: "იმედინიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×