რეზონანსი
15.01.2020

მსა­ხი­ო­ბი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი თავისი პოლიტიკური შეხედულების მკვეთრად დაფიქსირებას  არასდროს ერიდება. ამჯერადაც მან რამდენიმე მომენტზე გაამახვილა ყურადღება:

"მიგ­რძვნია, რომ ჩემი პო­ზი­ცი­ის გამო და­ვიბ­ლო­კე. პირ­და­პირ არ უთ­ქვამთ ამის გამო გე­უბ­ნე­ბით უარს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი არ შედ­გა. მა­გა­ლი­თად, წლე­ბის წინ და­მი­რე­კეს თბი­ლი­სო­ბას თუ წა­იყ­ვან­თო, იმ მო­მენ­ტში არ მე­ცა­ლა და ვუ­თხა­რი ცოტა ხან­ში და­მი­რე­კეთ-მეთ­ქი და აღარ და­მი­რე­კეს. იმ „სის­ხლი­ა­ნი 9 წლის“ მან­ძილ­ზე ყო­ველ­თვე მქონ­და 4-5 და­უ­გეგ­მა­ვი სა­მუ­შაო, 2012 წლის მერე მო­იკ­ლო ასეთ­მა საქ­მე­ებ­მა, რად­გან "ოც­ნე­ბის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფილ­მე­ბი გა­ვახ­მო­ვა­ნე. ის შე­მო­სა­ვა­ლი მე აღარ მაქვს. შე­საძ­ლოა, დამ­თხვე­ვაა, მაგ­რამ თე­ატ­რშიც მხო­ლოდ ერთ ახალ სპექ­ტაკლში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ასე­თი დამ­თხვე­ვე­ბი არ ხდე­ბა.

ლე­ვან წუ­ლა­ძე არის ჩვე­ნი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, თით­ქმის ყვე­ლა სპექ­ტაკლში ვი­ყა­ვი მას­თან, მაგ­რამ ფაქ­ტია, 2012 წლის შემ­დეგ არც ერთ სპექ­ტაკლში არ ვარ. შე­საძ­ლოა, ეს მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხედ­ვაა. 

ერთ-ერთი გა­და­ცე­მი­დან და­მი­რე­კეს, სტუმ­რად მობ­რძან­დით და თან თა­ნა­წამ­ყვა­ნი იყა­ვი­თო, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, ვი­ღა­ცამ ყურ­ში მი­თხრას, ეგ არ თქვა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ფიქ­რობს, თუ თა­ვად და მისი ახ­ლობ­ლე­ბი კარ­გად იქ­ნე­ბი­ან, ქვე­ყა­ნაც კარ­გად იქ­ნე­ბა. ასე­ვე არის ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ო­რე კა­ტე­გო­რია, ვინც პი­რი­ქით ფიქ­რობს, თუ ქვე­ყა­ნა კარ­გად იქ­ნე­ბა, თა­ვა­დაც კარ­გად იქ­ნე­ბა, მე მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი. მიშა სა­ა­კაშ­ვილს დას­დევ­დნენ სუ­შის რა­ტომ ჭამ­სო, ას­ფალ­ტი ვჭა­მო­თო? რა­ტომ არ ყვი­რი­ან ახლა ნაძ­ვის ხე ვჭა­მო­თო? თუ შად­რე­ვა­ნი ფუ­ფუ­ნე­ბაა, 996 ათას ლა­რად ნა­ყი­დი უშნო ნაძ­ვის ხე არაა ფუ­ფუ­ნე­ბა? ეს და­საშ­ვე­ბია, რად­გან კა­ლამ თქვა?", - განუცხადა "ამბებს" ტატიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×