
თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული პრობლემაა ბავშვების ეკრანდამოკიდებულება. რა იწვევს მათ ელექტრონულ გამღიზიანებლებზე დამოკიდებულებას, რამდენად სახიფათოა და როგორ უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, ამ თემაზე ექიმმა პედიატრმა თემურ მიქელაძემ, რადიო "იმედის" გადაცემაში "ჯანმრთელი დილა" ისაუბრა.
ბოლო 2-3 წელია გადავედით სერიოზულ ეკრანდამოკიდებულებაზე. ეს არის პრობლემა თუ დაავადება - მათ შორის ზღვრის გავლება ძალიან ძნელია. ჯერ კიდევ 30 წლის წინ, ამერიკის პედიატრთა აკადემია მშობლებს, პედიატრებს აფრთხილებდა, რომ ბავშვები და, განსაკუთრებით 3 წლამდე ბავშვები, არ დაკავდნენ ელექტრონული გამღიზიანებლებით. 30 წლის წინ მხოლოდ ტელევიზორი იყო. მაშინ ვერც წარმოიდგენდენ, რომ ახლა ვიქნებოდით გაჯეტების, სმარტფონების, სხვადასხვა ელექტრონული წიგნის ხანაში და ასე შემდეგ. 2011 წელს, როცა პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გამოჩნდა სმარტფონები და გაჯეტები, აღმოჩნდა, რომ ბავშვების, დაახლოებით, 10-15 პროცენტი იყო დაკავებული ამ ელექტრონული გამღიზიანებლით.ჩვენ ვართ ისეთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ვითარდება. რა თქმა უნდა, არ უნდა ჩავკეტოთ ბავშვები, არც გამოგვივა, მაგრამ თუ ჩვენ ბავშვს ვაძლევთ ელექტრონულ საშუალებაზე წვდომას, მაშინ ნება იბოძეთ და პირველ რიგში, შეურჩიეთ მაღალი ხარისხის ელექტრონული გამღიზიანებლები იმიტომ, რომ არ გავაღიზიანოთ თვალი, არ განავითაროს სიმსივნური დაავადებები და ზოგიერთ შემთხვევებში, გამოიწვიოს მხედველობის მოშლა, თვალის გადაღლა, თავის ტკივილი ქრონიკული გადაღლილობის სიმპტომები და ასე შემდეგ.
ეს თუ არ გინდათ, მაშინ შეუძინეთ ელექტრონული მელანის შემცველი, საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკა, წიგნები. მას გამოსხივება არ აქვს და საკმაოდ ძვირადღირებულია. ვისაც არ აქვს ამის საშუალება, დღის განმავლობაში, ყველას ვურჩევ, რომ 15-დან 20 წუთამდე შეზღუდონ ელექტრონული ტექნიკის გამოყენება. როგორ? - პირველ რიგში, ბავშვი აუცილებლად დაკავებული უნდა იყოს სპორტით, მუსიკით. უნდა შეიყვანოთ ჭადრაკზე, სხვადასხვა აქტივობაზე. მაქსიმალურად უნდა დატვირთონ მშობლებმა ბავშვები. თუ არ იქნება ეს აქტივობები, ვერანაირად ვერ მოვაშორებთ ეკრანებს.ელექტრონული გამღიზიანებლების ჩართვის შედეგად დიდი რაოდენობით გამომუშავდება ე.წ. "ბედნიერების ჰორმონი" - დოფამინი. დოფამინის გამომუშავების შემდეგ, ეს ბავშვები არიან ეიფორიაში, ჩერდებიან, წყნარდებიან, ადვილად მართავს მშობელი და მას ჰგონია, რომ ამით რაღაცას მიაღწია - ეს არის დროებითი. შემდე მოდის აგზნება, ვეღარ ჭამენ საჭმელს, აქვთ თავის ტკივილის, თვალებისა და ძილის პრობლემები. განსაკუთრებით, ღამის განმავლობაში, როცა კითხულობენ ელექტრონული გამღიზიანებლებიდან.ბავშვების 2- 3 პროცენტი 24 საათის განმავლობაში ჩართულები არიან ინტერნეტში. რამდენიმე დღის წინ იყო შემთხვევა, 5 წლამდე ასაკის ბავშვი სპაიდერმენის ფორმით გადმოხტა მერვე სართულიდან, საბედნიეროდ, ეს ბავში გადარჩა. ეს არის ტრაგედია. კონცეპტუალურ აზროვნებას ვწყვეტთ, კლიპურ აზროვნებას ვუვითარებთ და ბავშვს ჰგონია, რომ ისე უნდა მოიქცეს. ამიტომ, მთავარია მშობლების ჩართულობა. ბავშვები ორსულობიდან დამოკიდებულები არიან ელექტრონულ ტექნიკას, რადგან ორსული დედა მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრ დროს უთმობს ამ ტელეფონდამოკიდებულებას. იყენებენ სოციალურ ქსელებს და მათ არ აქვთ მაღალკვალიფიციურ წყაროებზე ხელმისაწვდომობა." - ამბობს პედიატრი თემურ მიქელაძე.
წყარო: "მშობლები.ჯი"