რეზონანსი
15.01.2020

რომის პაპის, ფრანცისკეს გადაწყვეტილებით სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილე ფრანჩესკა დი ჯოვანი ინიშნება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოში ასეთ მაღალ თანამდებობას ქალი იკაკევს.

66 წლის დი ჯიოვანი ადმინისტრაციულ-იურიდიული საკითხების სპეციალისტია და ვატინაკში თითქმის 30 წელია მუშაობს. სამდივნოს თანამშრომელი ის 1993 წლიდან არის. მუშაობდა დევნილების პრობლემებზე, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე, ინტელექტუალური საკუთრებისა და ტურიზმის საკითხებზე, ასევე ქალთა უფლებებზე.

რომის პაპი ფრანცისკე მანამდე აცხადებდა, რომ ქალებმა რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულონ. მისი ხელმძღვანელობის დროს ქალი, ბარბარა იატა პირველად დაინიშნა ვატიკანის მუზეუმის ხელმძღვანელად. ბოლო დროს ქალები ვატიკანში საკონსულტაციო ორგანოებში მნიშვნელოვან პოზიციებზე ინიშნებიან.

წყარო: "რეპორტ.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×