რეზონანსი
15.01.2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მუშავდება რეგულაციები, რომლითაც ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები დარეგულირდება.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რას ფიქრობს სამინისტრო მედიკამენტებზე, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებზე გაზრდილ ფასთან დაკავშირებით, მინისტრი აცხადებს, რომ კონკრეტული მონახაზი, თუ რა გზას აირჩევს სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად, 6 თვეში გახდება ცნობილი.

„ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეული პროგრამების მეშვეობით. შესაბამისად, ამ პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ. დანარჩენ რეგულაციებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, ვინაიდან მიმდინარეობს შიდა კომუნიკაცია როგორც ფარმამომწოდებლებთან, ასევე სამინისტროსთან. სხვა რეგულაციებით იქნება მათთვის ფასები დარეგულირებული. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან ეს არის სრულიად არარეგულირებადი ბაზარი. ვვარაუდობთ, რომ მინიმუმ 6 თვე იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირველადი მონახაზი დავდოთ. 6 თვეში გვეცოდინება ის მონახაზი, რომელ გზას ირჩევს სახელმწიფო ფასების წარმოქმნისთვის. ამ გზებს და ჩამონათვალსაც 6 თვეში გაიგებთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×