
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ მომამვალ საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი „ოცნების" საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყოს.
„ნაკლებად რეალური მგონია ბიძინა ივანიშვილის პრემიერად მობრუნება იმიტომ, რომ საარჩევნო წელია., თუმცა ის, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს და მომავალ პრემიერად და მომავალი პროგრამით წარსდგეს ხალხის წინაშე, უფრო ლოგიკურია. გამარჯვების შემთხვევაშიც, სწორედ მას ექნება გარკვეული ლეგიტიმაცია - ხალხის მხარდაჭერა," - განუცხადა ჭიჭინაძემ „ჰოთნიუსის".
მისივე თქმით, ის მიდგომები, რაც დღეს „ქართულ ოცნებას" აქვს - კულუარულად მრთვა დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დამარცხების შემთხვევაში, „ოცნების" ბევრი პირველი პირი, ალბათ, პასუხისგება მოუწევს, რადგან კორუფციული სქემები თუ ფულის მიტაცება ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
ჰოთნიუსი