რეზონანსი
13.01.2020

თბილისში, 2020 წელს 14 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟია დაგეგმილი. როგორც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, უკვე დაწყებულია დიღმის მასივში მდებარე მე-19 საჯარო ბაგა-ბაღის დემონტაჟი, დანარჩენ 13 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟთან დაკავშირებით კი დოკუმენტაცია მზადდება.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დემონტაჟი შეეხება თბილისის #28; #47; #14; #125; #43; #84; #109; #6; #26; #13; #96; #50 და ვარკეთილის საბავშვო ბაღს.

ბაღების დემონტაჟი 2-წლიანი პროექტებია და მხოლოდ მიმდინარე წელს, 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×