
საჯარო სამსახურის ბიურომ, 2019 წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ 254 თანამდებობის პირი ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დააჯარიმეს. მათ შორის არიან განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილეები, ირინე აბულაძე და შალვა გოგოლაძე.
ირინე აბულაძის დაჯარიმების მიზეზი გახდა ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის არ ასახვა და საკუთარ ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში ცდომილება. შალვა გოგოლაძე კი საკუთარ საბანკო ნაშთში ცდომილების, ხელშეკრულების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის, დადებული ხელშეკრულების არ ასახვის გამო დაჯარიმდა.
საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშში მითითებული არ არის კონკრეტული თანხები, რაც დაჯარიმებულ პირებს დაეკისრა. მონირტორინგის სიაში გვხვდება ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც, როგორც დოკუმენეტიდან ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიურომ მის ქონებრივ დეკლარაციაში გადაცდომა ვერ აღმოაჩინა.
2019 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემოწმებას დაექვემდებარა, დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევით და დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული თანამდებობის პირების დეკლარაციები. ჯამურად მონიტორინგს დაექვემდებარა 607 თანამდებობის პირის დეკლარაცია. შემოწმებულთა შორის არიან მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპუტატები, მოსამართლეები და ა.შ.