რეზონანსი
13.01.2020

გუშინ საღამოს, დაახლოებით 10-საათზე მეწყერი ჩამოწვა სოფელ ხალაში, გორჯელაძეების ოჯახში. მეწყერმა დააზიანა სახლის კედლები და ბზარი გაუჩნდა. ამ დროისთვის 6-სულიანი ოჯახის ყველა წევრი ნათესავის სახლში არიან გადასულები.

რეზო გორჯილაძის ამბობს, რომ ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს და უთხრეს, რომ სახლში ცხოვრება საფრთხეს არ შეიცავს. გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლმა მამუკა მამუჭაძემ კი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ სახლში ცხოვრება შეიძლება და ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სოფელ ხალაში მეწყრული პროცესები ხშირია. გორჯელაძეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მეწყერი შარშანაც ჩამოწვა მათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე. ამ პრობლემის გამო, გასულ წელს, მეზობლად მცხოვრები იმნაძეების მრავალსულიანი ოჯახი მუნიციპალიტეტმა გაასახლა, რადგან მეწყერმა მათი სახლი დააზიანა და ცხოვრება საფრთხეს შეიცავდა.

​ამ დრომდე მიწის მასისგან სახლის მიმდებარე ტერიტორია არ გაწმენდილა.

წყარო: "აჭარა.ტვ"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×