რეზონანსი
12.01.2020

(რეზონანსი) ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციები განახლდა. ამის შესახებ Reuters-ი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თეირანში საპროტესტო აქციები რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოაწყვეს. მომიტინგეების ლოზუნგებია: „ჩვენი ტელევიზია სამარცხვინოა", „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მკვლელობებზეა პასუხისმგებელი" და „ისინი იტყუებიან, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა, ჩვენი მტერი აქ არის".

აქციებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. „ირანის ლიდერებს - ნუ მოკლავთ დემონსტრანტებს. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გიყურებთ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, აშშ გიყურებთ. ჩართეთ ინტერნეტი და ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის უფლება მიეცით. შეწყვიტეთ დიდებული ირანელი ადამიანების დახოცვა", - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×