რეზონანსი
12.01.2020

(რეზონანსი) საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ორი კვირის განმავლობაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ უნდა იყოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა.

ჯაბაურის ინფორმაციით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ცოტნე გამსახურდია ორ კვირაზე მეტია თურქეთის კლინიკაში იმყოფება. საქართველოდან გადაყვანის შემდეგ, მას საზღვარგარეთ ქირურგიული ოპერაცია აღარ ჩატარებია.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×