რეზონანსი
12.01.2020

(რეზონანსი) ვარკეთილში, „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელსა და „ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელ ლაშა ჩხარტიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ციხეში იქნებით კალაძესთან ერთად, ეგ არის თქვენი ბოლო, კანონიერად მოხვდებით ციხეში, სირცხვილია ხალხის ხარჯზე ფულის შოვნა" ,- მიმართა კომპანიის წარმომადგენელს ლაშა ჩხარტიშვილმა.

საპასუხოდ, კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი ბენაშვილმა განაცხადა, რომ ლაშა ჩხარტიშვილის მხრიდან კანონზე ლაპარაკი სირცხვილი იყო.

გიორგი ბენაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია ადგილმონაცვლეობას არ დათანმხდება. მისივე განმარტებით, კანონის სრული დაცვით მოქმედებენ და სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×