რეზონანსი
12.01.2020

(რეზონანსი) გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში წუხელ ღამით ცაავების ოჯახს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ოჯახის უფროსმა სცადა, რა დროსაც მას თავის არეში ესროლეს.

ცაავების ახლობლის ინფორმაციით, ოჯახი დაჭრილის გადმოყვანას ზუგდიდში უშედეგოდ ცდილობდა, რადგან ოკუპანტებმა მის გადმოყვანაზე სპეციალური საშვი მოითხოვეს.

ამ წუთებში დაჭრილს გადაუდებელი დახმარება სოხუმში საავადმყოფოში უტარდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×