რეზონანსი
12.01.2020

(რეზონანსი) ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული უკრაინელების ოჯახები უკრაინის მთავრობისგან კომპენსაციის სახით 200 ათას გრივნას (8,3 ათას დოლარს) მიიღებენ. ამის შესახებ Facebook-ზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოლექსი გონჩარუკი წერს.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება მონრეალის კონვენციით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდას გააკონტროლებს და დაზარალებულებს ირანისგან შესაბამისი თანხების მიღებაში დაეხმარება.

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×