რეზონანსი
12.01.2020

(რეზონანსი) რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტია „ამცახარას" თავმჯდომარემ, ასლან ბჟანიამ გააკეთა.

10 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მოთხოვნით ე.წ. ოპოზიციონერი კანდიდატი ალხას კვიცინია გამოდიოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×