რეზონანსი
12.01.2020

(რეზონანსი) ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა. მათ მკურნალობა ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში უტარდებათ.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში „რეგიონულ კვირას" განუცხადეს, მოზარდები 2, 7 და 9 წლისები არიან, მათგან ორს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. ხოლო მესამეზე მიმდინარეობს შესაბამისი სამედიცინო კვლევა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ხულოში ღამის საათებში მოხდა. ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. მანქანაში ოჯახის წევრები - მცირეწლოვანი ბავშვები და მშობლები იმყოფებოდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×