რეზონანსი
12.01.2020

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი სამი პირიდან ორი სტაციონალურ მკურნალობას აგრძელებს, ერთის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან მალე გაწერენ.

როგორც ალადაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, სულხან სამხარაძემ განაცხადა, ორ პაციენტს, რომლებსაც ჭრილობები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა სამი პაციენტი, ერთი ახალგაზრდა ქალბატონი და ორი მამაკაცი. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი ჭრილობები კიდურებზე, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ორი მათგანი აგრძელებს ამჟამად სტაციონალურ მკურნალობას, ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. საშუალო სიმძიმის მდგომარეობებია. ორ მამაკაცს ქვედა კიდურებში აქვს დაზიანება, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილია ზურგის მიდამოში. ახალგაზრდა მამაკაცს შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ აქვს და კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს. ქირურგიული ჩარევა დასჭირდა ორ პაციენტს, რომელსაც ჰქონდა კიდურებზე ჭროლობები. ჯერჯერობით გართულებებს არ ველოდებით“ ,- განუცხადა  პირველ არხს სულხან სამხარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×