რეზონანსი
12.01.2020

ნიუ იორკში ქართველი მხატვარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ავრცელებს. იგი მოუწოდებს საქართველოს საელჩოს ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტს.

„ნიუ იორკში, თავის ბინაში, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს ამერიკაში მოღვაწე უნიჭიერესი ქუთაისელი ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური. ახლა მთავარი პრობლემაა არ მოხვდეს ის უპატრონოთა სასაფლაოზე თუ არავინ გამოჩნდა მიმხედავი. მე მოვუწოდებ საქართელოს ელჩს ამერიკის შეერთბულ შტატებში ბატონ დავით ბაქრაძეს, მოახდინეთ დაკრძალვის ღირსეული ორგანიზება. ასევე მოვუწოდებ ნიუ-იორკში მყოფ ქართულ საზოგადოებას გამოიჩინეთ ყურადღება, ისე ნუ ვიზამთ, რომ ფიროსმანივით ამ უნიჭიერესი მხატვრის საფლავიც საძებნელი გაგვიხდეს შემდგომ“ - წერს შალვა ნათელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×