რეზონანსი
11.01.2020

18 წლის რუსთაველ ბიჭს, ბუბა ჯიმშიაშვილს. ბუბამ თვითმფრინავში შუახნის ქალს გაჩერებული გული აუმუშავა.

"კივილ-წივილი იყო. ქალს არასრულწლოვანი შვილი ახლდა თან. სრული ქაოსი და პანიკა შეიქმნა, თუმცა ეს ახალგაზრდა ბიჭი არ დაბნეულა. 20 წუთი მასაჟს უკეთებდა, შემდეგ ჟანგბადზე გადაიყვანა", – განუცხადა "ინფო რუსთავს" ბორტზე მყოფი ერთ-ერთმა მგზავრმა.

ბუბა ჯიმშიაშვილი რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა #18 საჯარო სკოლა. ბავშვობიდან ოცნებობდა, ექიმი გამხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ექიმი არაა, გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე მის სამედიცინო პრაქტიკაში უკვე იწერება.

ოცნებასთან კიდევ უფრო ახლოს ამ წლის ზაფხულში მივა. ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს და სურს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ისწავლოს.

პილოტმა ავარიული დაშვება განახორციელა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფიც, თუმცა, რუსთაველი ბიჭის წყალობით, ადგილზე მისულ სასწრაფოს, ქალი გონებაზე მოსული დახვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×